სასტუმრო “არგო” ფუნქციონირებს 2012 წლის 1 სექტემბრიდან. იგი აღჭურვილია თანამედროვე ევროპული ავეჯით და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.
სასტუმრო წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, საკურორტო-ბალნეოლოგიურ ზონაში მდებარეობს.
სასტუმროს აქვს 31 ნომერი.
სამი სამოთახიანი ლუქსი
ექვსი ოროთახიანი ლუქსი
21 ოროადგილიანი ნომერი
ერთდროულად სასტუმროში შესაძლებელია 68 ადამიანის დაბინავება.